"მინისტრი უნდა იყოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სადაც უნდა იქ წავა და სადაც უნდა იქ დაჯდება"

"მინისტრი უნდა იყოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სადაც უნდა იქ წავა და სადაც უნდა იქ დაჯდება"

ვფიქრობ, მინისტრი უნდა იყოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სადაც უნდა იქ წავა და სადაც უნდა იქ დაჯდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რითაც პარლამენტში მის ყოველწლიურ გამოსვლაზე მთავრობის წევრთა დაუსწრებლობის საკითხს გამოეხმაურა.

რაც შეეხება შეკითხვას, ხედავს თუ არა აღნიშნულის უკან უშუალოდ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, მარგველაშვილის თქმით, ამაზე პასუხის გაცემა მისთვის რთულია, თუმცა პრინციპულად მიაჩნია, რომ მინისტრები უნდა გაძლიერდნენ.

"ჩემთვის რთულია ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ მინისტრი უნდა იყოს მინისტრი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სადაც უნდა იქ წავა, სადაც უნდა იქ დაჯდება და თავის პოლიტიკას გაატარებს. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ მინისტრები უნდა გაძლიერდნენ და ისინი არ უნდა იყვნენ შესუსტებულები საბჭოებით და ა.შ. – სხვადასხვა ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რომელიც მათ ეფექტურობაზე გავლენას მოახდენს. მინისტრი არის ძალიან დიდი თანამდებობის პირი და ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ვენდოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."