გიორგი მარგველაშვილი - ვფიქრობ, ჩემს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და ამ კრიტიკასთან მიმართებაში ჩემს თმენას, პოზიტიური გავლენა აქვს

გიორგი მარგველაშვილი - ვფიქრობ, ჩემს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და ამ კრიტიკასთან მიმართებაში ჩემს თმენას, პოზიტიური გავლენა აქვს

მგონია, რომ ჩემს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, ისევე, როგორც ამ კრიტიკასთან მიმართებაში ჩემს თმენას, პოზიტიური გავლენა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

გადაცემის წამყვანი ქვეყნის პირველი პირისგან დაინტერესდა იმით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვის თავზე ზეწოლის გამო გადადგომას ფიქრობდა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული ღიად არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ მასზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და ეს ის ღია კრიტიკაა, რომლის მომსწრეც მთელი საზოგადოებაა.

"ამ დეტალების განხილვაში არ უნდა შევიდეთ. ის საკითხები, რომელზე მსჯელობაც ხდება ხოლმე დახურულ კარს მიღმა, იქ რჩება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე ზეწოლა, ალბათ, მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და მარტო ერთ კონკრეტულ მომენტში არ იყო. ეს არის ის პირდაპირი ზეწოლა, რომელსაც ყველანი ვხედავთ. ეს არ არის რაიმე კულუარული პროცესი. ეს არის ის ღია კრიტიკა, რომელსაც ყველა ვისმენთ. მე აბსოლუტურად მშვიდად ვუყურებ ამას. მგონია, რომ ამ კრიტიკასაც პოზიტიური გავლენა აქვს და ჩემს თმენასაც ამ კრიტიკის მიმართ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის ერიდება პოლემიკაში შესვლას იმ საკითხებზე, რომელზე დისკუსიაც ხშირად მისაღებ ზღვარს სდება.

"პოლიტიკოსებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ მე არ ვარ რომელიმე პარტიის წევრი და არ ვარ ვალდებული ან უმცირესობის დღის წესრიგს შევეხმიანო, ან უმრავლესობის. მე ყველას პრეზიდენტი ვარ და ამიტომ ხშირად ზედმეტად ეჭვიანობენ ხოლმე ნებისმიერ ჩემ გამონათქვამზე. ამის მიუხედავად, მე ვცდილობ ამ ყველაფერს რბილად მივცე სწორის გზა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "”ჩემზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება” - აპირებდა თუ არა პრეზიდენტი გადადგომას "

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."