"რუსეთისთვის მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დამორჩილება-დამონება საკუთარი "ბედნიერებისათვის" საკვანძო პირობათაა მიჩნეული" - ნიკა რურუა

"რუსეთისთვის მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დამორჩილება-დამონება საკუთარი "ბედნიერებისათვის" საკვანძო პირობათაა მიჩნეული" - ნიკა რურუა

ნიკა რურუა რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის დასამაცხებლად დასავლეთის მხრიდან მეთოდური და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაა საჭირო:

"ყველა იმპერიამ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, მეოცე საუკუნის ჩათვლით, საკუთარი კოლონიები ერთიმეორის მიყოლებით გაუშვა. ასე მოიქცა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია.

ამ სახელმწიფოთაგან ყოველი მათგანი მიხვდა ერთ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას; კერძოდ იმას, რომ ევროპული განმანათლებლობის მიერ დამკვიდრებული ღირებულებების გავრცელების შემდეგ უბრალოდ შეუძლებელი იყო დამორჩილებული ხალხებისა და დამონებული ქვეყნების კონტროლქვეშ შენარჩუნება, და იმავე დროს კი საკუთარ სახელმწიფოების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპით მართვა.

ყველა ასე მოიქცა ერთი იმპერიის - რუსეთი იმპერიის გარდა, რომლისთვისაც დღემდე მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დამორჩილება-დამონება საკუთარი "ბედნიერებისათვის" საკვანძო პირობათაა მიჩნეული.

კოლონიზატორული პოლიტიკა დღევანდელ რუსეთს საკუთარი "განვითარებისთვის" და "წინსვლისათვისაც" აუცილებელ ფაქტორად მიაჩნია. ამის მაგალითებია ის, რაც ხდება დღეს უკრაინის ყირიმსა და აღმოსავლეთში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში და სხვაგან.

ამდენად, დღეს რუსეთი მსოფლმხედველურ კონფლიქტშია მთელს თავისუფალ სამყაროსთან, და ის მთელი ხალხებისათვის ცივილიზაციურ პრობლემას წარმოადგენს.

ამის წამალი ერთადერთია - დასავლეთის მმართველ წრეებში ვიზიონარი პოლიტიკოსების მოსვლა და მათი მხრიდან მეთოდური და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება რუსეთის დასამარცხებლად და მისი კოლონიზატორული იმპულსების საბოლოო დასასამარებლად.

ამის გასაღები კი ერთია - ეს NATO-ს გაფართოება და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ამ ალიანსში მიღებაა. სანამ ეს არ მოხდება, რუსეთი მთელი მსოფლიოსათვის მოურჩენელ თავისტკივილად დარჩება", - ნათქვამია სტატუსში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."