თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ დავით ჭედია თანამდებობაზე აღდგება

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ დავით ჭედია თანამდებობაზე აღდგება

ფორმალური გარემოებების მოგვარების შემდეგ დავით ჭედია თანამდებობაზე მუშაობას შეუდგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნინო საბანაძემ განუცხადა.

ნინო საბანაძის თქმით, დავით ჭედია ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლეს. მისივე თქმით, დღეს სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება სახეზეა და მერიის დღევანდელ სხდომაზე მოხდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაგირება.

საბანაძის თქმით, ახლახანს დავით ჭედიამ თბილისის მერიაში განცხადებაც შეიტანა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ნინო საბანაძის განცხადებით, გარკვეული პროცედურებისა და ფორმალური გარემოებების მოგვარების შემდეგ დავით ჭედია თანამდებობაზე აღდგება.

თბილისის მერიაში დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დავით ჭედია ქონების მართვის სააგენტოს თანამდებობაზე აღდგება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."