ირაკლი ღარიბაშვილი - ცუდია, რომ პრეზიდენტმა არჩია ეს გზა, საჯაროდ გაკრიტიკება

ირაკლი ღარიბაშვილი - ცუდია, რომ პრეზიდენტმა არჩია ეს გზა, საჯაროდ გაკრიტიკება

ცუდია, რომ პრეზიდენტმა აირჩია მთავრობის საჯაროდ გაკრიტიკების გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"მე გული მწყდება, რომ ამ საკითხებზე შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს, პირადად ჩემთვის დაერეკა და ეთქვა გულწრფელად თავის მოსაზრება, მე მას ავუხსნიდი. ცუდია, რომ მან არჩია ეს გზა, საჯაროდ გაკრიტიკება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  მისი თქმით, იგი ვერ იჯერებს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა დეტალური ინფორმაცია რას აკეთებს კონკურენციის სააგენტო.

"მე ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია, როდის შეიქმნა კონკურენციის სააგენტო, არასოდეს არ მოუმართავთ კითხვით ამ სააგენტოსთან დაკავშირებით. არასდროს არ დაინტერესებულან რას აკეთებს სააგენტო და პირდაპირ ასე უაპელაციოდ თქმა იმისა, რომ ეს ორგანო არაეფექტურია, მე მგონი ძალიან უსამართლოა", - განაცხდა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."