მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რამდენიმე დღით გადადება სთხოვა

მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რამდენიმე დღით გადადება სთხოვა

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, უწყების წინამორბედ ხელმძღვანელ ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სატელეფონო საუბრისას საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არა გაუქმება, არამედ რამდენიმე დღით გადადება სთხოვა. ამ საკითხზე კიდევ ერთი კომენტარი თავდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თემის შესახებ განცხადებას აღარ გააკეთებს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ საკითხზე დამეტებითი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. მე ალასანიას შევახსენე ის აუცილებელი პროცედურები, რომლებიც უნდა დაეცვა და ვთხოვეთ, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ხელმოწერის პროცედურა. არ იყო ისე, როგორც ის აცხადებს, რომ უარი ეტქვა ხელმოწერაზე. ჩვენი თხოვნა იყო, დაეცვა პროცედურები. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს წარმატებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რაზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებსა და საიდუმლო თემებზე ღიად, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა-მოთქმა იქნება, მით მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."