"მივესალმები, რომ პრემიერი და მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს"

"მივესალმები, რომ პრემიერი და მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს"

მივესალმები, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

"მე მივესალმები, იმას, რომ პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, სწავლობენ მას დეტალურად. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით როლს მოახდენს საქართვველოში მმართველობის სიძლიერეზე და მის ეფექტიანობაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საწყენია, როდესაც ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობი წევრების მისმართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პარლამენტში პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

"გუშინ ღიად დაისვა კითხვები სხვადასხვა უწყებების მიმართ და საჭიროდ ჩავთვალე, თავად გავაკეთო კომენტარი. ჩვენ მთავრობას ყველ ინსტიტუტთან დაბალანსებული და კონსტრუქციულ ურთიერთობა გვინდა, ეს დავაფიქსირე ქმედებით. პრეზიდენტთან ურთიერთობის კუთხით, ინიციატორი მე ვიყავი, ყოველთვის ვაფიქსირებდი ამას, არამარტო სიტყვით, არამედ ქმედებით, რომ მოხმდარიყო პოზიტიური წინსვლა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარი იყო იმის თაობაზე, უნდა დაესწროს თუ არ მთავრობა პრეზიდენტის გამოვლას, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს იქნა მიღებული.

"კოალიციის ფორმატში გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა. კოალიციის საერთო აზრი იყო, ვინაიდან ჩვენ არ გვსურს, პომპეზური იყოს ყველაფერი. ახალი რეალობის გათვალისწინებით, არ ჩაითვალა საჭიროდ მთავრობის დასწრება პრეზიდენტი გამოსვლაზე. ეს გადაწყვეტილება დავტოვეთ ძალაში და წელსაც ვთქვით, რომ არ დავესწრებოდით, რადგან ეს იყო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და არ იყო ამის აუცილებლობა. საწყენია, როდესაც მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობი წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით, ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს სამწუხაროა", - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას "ქართული ოცნება" იმისთვის არ აურჩევია, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი და პრემიერის პასუხები პრეზიდენტისადმი.

"მიმაჩნია, ეს არის სირცხვილი, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისთვის დრო. ჩვენ ამის ფუფუნების დრო არ გვაქვს. დრო არ უნდა დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის მოსახლეობის პრიორიტეტი. არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან ინიციატივით, ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ზარების, შეხვედრების და ასე შემდეგ", - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."