"ვერ მეტყვით ვერც ერთ ფაქტს, სადაც ჩადენილი დანაშაულის გამო სამართალდამცველს ხელი დავაფარეთ"

"ვერ მეტყვით ვერც ერთ ფაქტს, სადაც ჩადენილი დანაშაულის გამო სამართალდამცველს ხელი დავაფარეთ"

ვერ მეტყვით ვერც ერთ ფაქტს, სადაც ჩადენილი დანაშაულის გამო სამართალდამცველს ხელი დავაფარეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა, სადაც რიგ შემთხვევაში სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეა საუბარი.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ყველა საქმე, სადაც პოლიციელის დანაშაული იკვეთება, პროკურატურაში იგზავნება. "როცა ხდება გადაცდომა პოლიციელების მხრიდან, საქმეს პროკურატურას გადავცემთ და ის იძიებს ხოლმე. ვერც ერთ ფაქტს ვერ მეტყვით, რომ ან ხელი დავაფარეთ ვინმეს, ან პროკურატურას არ გადავუგზავნეთ მასალები. არის საქმეები, რომლებზეც გამოძიება ახლა მიმდინარეობს და თუ ამ საქმეებთან დაკავშირებით ფიქრობენ, რომ ვინმეს ხელი დავაფარეთ, ამ შემთხვევაში აღნიშნულ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები", - განაცხადა ვახტაგ გომელაურმა.

ამასთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა IRI-ის კვლევებით პოლიციის რეიტინგთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მაჩვენებელი ნორმალურია. "პოლიციის რეიტინგი ნორმალურია. კრიმინალის გაზრდა არ არის დაფიქსირებული. ასე რომ, რაიმე განსხვავებული შედეგი არ დაუდია IRI-ის", - აღნიშნა შს მინისტრმა.

რაც შეეხება მედიის შეკითხვას, პრეზიდენტ მარგველაშვილის შეფასებასთან დაკავშირებით, რომ მას გომელაურის პოლიტიკური ალღო მოსწონს, ვინაიდან 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქციის ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება უზრუნველყო, შს მინისტრმა შეფასებისთვის ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა. "დიდი მადლობა პრეზიდენტს. მე ვფიქრობ, რომ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით მან სწორი შეფასება გააკეთა", - დასძინა გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."