გია ხუხაშვილი - ხარძიანის მკვლელობამ შეიძლება პოლიტიკური პროცესების დეტონაცია გამოიწვიოს

გია ხუხაშვილი - ხარძიანის მკვლელობამ შეიძლება პოლიტიკური პროცესების დეტონაცია გამოიწვიოს

"ვფიქრობ, ბევრ პოლიტიკოსსა თუ სპეციალური მომზადების მქონე ძალოვანს, რომლებიც დარჩენილი არიან სისტემაში ან სისტემის გარეთ, აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული ორგანიზებული ჯგუფი შეკრან და ძალაუფლებაზეც ჰქონდეთ პრეტენზია. შეთქმულების თეორიასავითაა, მაგრამ ეს ბოლო მკვლელობა გარკვეული ნიშნებით სწორედ ამას ჰგავს", - აცხადებს გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით - "ხუხაშვილი: ხარძიანის მკვლელობამ შეიძლება პოლიტიკური პროცესების დეტონაცია გამოიწვიოს".

"არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ეს მკვლელობა განსაკუთრებული შემთხვევა იყო - ფაქტობრივად გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა მივიღეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ მკვლელობას სჭირდება მოტივი, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ ერთ ადამიანს - სხვა ალტერნატიული ვერსია არ არსებობს! მაფია როცა ახდენს ლიკვიდაციას, არასოდეს მალავს ამას - დემონსტრირებას ახდენენ, რომ მაფია ხელშეუხებელია, ასეთია მაფიის სტილი. ეს არის ხელისუფლების ძალიან დიდი გამოწვევა და ამან შეიძლება პოლიტიკური პროცესების დეტონაცია გამოიწვიოს, რადგან პოლიტიკური კომპონენტი აქ ნამდვილად არის! თუ ეს მკვლელობა სათანადოდ იქნება გამოძიებული და დაიჭერენ როგორ დამკვეთს, ისე შემსრულებელსაც, ეს იქნება დიდი მიღწევა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"სამართლიანობის აღდგენა უნდა დაწყებულიყო ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან - სისტემის ლუსტრაციის გარეშე ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია. უნდა მომხდარიყო სისტემის ფილტრაცია, იმიტომ, რომ როცა ყველაფერი ერთმანეთში ითქვიფება, თეთრის და შავის გარჩევა რთული ხდება. ხელისუფლებას ჰქონდა ნდობის საკმარისი ვოტუმი, რომ დაეწყო სისტემის წმენდა, რათა სამართლიანობის აღდგენის პროცესში არ ყოფილიყო ინტერესთა კონფლიქტი სამართალდამცავი სისტემისა სამართლიანობის აღდგენის მსურველებთან. ჩვენ ვიცით, რომ ქონების ხელყოფა ხდებოდა სამართალდამცავების ხელით, თუნდაც ვინმეს დავალებით. აქ პირდაპირ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, რადგან არავის თავის თავს არ დაიჭერს", - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვას - "მაშინ რა ბედი ელის იმ ათასობით ადამიანს, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით..." - პასუხობს:

"მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეტებს, ცდილობს და არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არა აქვს. ი მხოლოდ რეაგირებს მედიაში გამოქვეყნებულ რაღაც მასალებზე - მაგალითად, თუ დაიწერება, რომ სისტემაში ისევ მუშაობს ვიღაც ზონდერი და ა.შ. მაშინ შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ. არადა ძალიან ბევრი შეიძლება იყოს დარჩენილი, ვინც სწორედ საქმეების დანგრევით არის დაინტერესებული. სამართლიანობის აღდგენის პროცესი ახლაც შეიძლება რომ დაიწყოს, მაგრამ რთული იქნება".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."