ირაკლი შოთაძე - თუ ე.წ. კაბელების მთავარ საქმეში ალასანიას დაკითხვის საჭიროება დადგება, პროკურატურა უკან არ დაიხევს

ირაკლი შოთაძე - თუ ე.წ. კაბელების მთავარ საქმეში ალასანიას დაკითხვის საჭიროება დადგება, პროკურატურა უკან არ დაიხევს

სასამართლო, როგორც მოედანი, გაიხსნა და ე.წ. კაბელების საქმეზე, სწორედ სასამართლოში გამოჩნდება, ვის აქვს და ვის - არა მტკიცებულებები, - ამის შესახებ საქარველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ცდილობს, საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერებას, რაც "კარგად ვერ დაგვირგვინდება", რადგან საქმეში არის კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტი.

"სახეზეა ჩვეულებრივი კორუფციული დანაშაული, როდესაც ხუთმა მოხელემ გაფლანგა 4 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი თანხაა. სპეკულაციაა, თითქოს ამ საქმეში მტკიცებულება არ არის", - განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, პროკურორები სრულად მზად არიან და საქმე მყარი მტკიცებულებებით არის გაჯერებული.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას დაკითხვას, მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, მთავარი საქმიდან გამოყოფილი, 5 პირის საქმეში ალასანიას დაკითხვის საჭიროება არ ყოფილა, თუმცა თუ კი ე.წ. კაბელების მთავარ საქმეში ალასანიას დაკითხვის საჭიროება დადგება, პროკურატურა უკან არ დაიხევს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."