ირაკლი ღარიბაშვილი - მესაზღვრეები გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან

ირაკლი ღარიბაშვილი - მესაზღვრეები გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ მესაზღვრეებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები შექმნა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის: "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ ქვემო ქართლი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სასაზღვრო რეგიონია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მესაზღვრეებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შესაქმნელად და ისინი გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან. მართლაც ძალინ მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება. ჩვენი ძალისხმევით რეგიონში გაიხსნა სასაზღვრო პოლიციის ახალი შენობები. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შენობები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა სასჯელაღსრულების სისტემაში გადადგმულ ნაბიჯებზეც. მისი თქმით, მთავრობამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა ვითარების გამოსწორება სასჯელაღსრულების სისტემაში.

"ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოთხი დაწესებულება. ჩვენ ოთხივე დაწესებულებაში განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩატარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. რაც შეეხება სიახლეებს იუსტიციის სფეროში, - სულ რამდენიმე დღეში ქვემო ქართლში, რუსთავში გაიხსნება ქვემო ქართლის რეგიონალური არქივი", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."