"ღარიბაშვილი არ შეესაბამება თანამდებობას" - გია ხუხაშვილის დამაკნინებელი კომენტარი პრემიერ-მინისტრზე

"ღარიბაშვილი არ შეესაბამება თანამდებობას" - გია ხუხაშვილის დამაკნინებელი კომენტარი პრემიერ-მინისტრზე

"მე ვერ ვიქნებოდი ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი იმიტომ, რომ მიმაჩნია, ვიღაცის მრჩეველი რომ ვიყო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მას შეუძლია მიცემული ამოცანების ამოხსნა და ის შეესაბამება იმ თანამდებობას, სადაც არის. მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილი არ შეესაბამება ამ თანამდებობას, შესაბამისად, აზრი არ აქვს მის მრჩეველობას. მე რაც არ უნდა ვურჩიო, მისგან ლიდერის შექმნა ძალიან რთული იქნება. ამიტომ მე მის მრჩეველობაზე მაშინვე უარი ვთქვი, ოღონდ არა ამ მიზეზით. უბრალოდ, მე მინდოდა, რომ მას ჰქონოდა კომფორტი საკუთარი გადაწყვეტილებებით, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ უბრალოდ, აზრი არ აქვს მისთვის რაიმეს რჩევას", - ეს განცხადება გია ხუხაშვილმა ინტერნეტგამოცემა Marshalpress-თან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხუხაშვილი ღარიბაშვილისა და მისი გუნდის მიმართ უარყოფით შეფასებას აკეთებს. წლის დასაწყისში ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამთავრობო გუნდი არაეფექტურია და გაზაფხულიდან დიდი სამთავრობო ცვლილებები დააანონსა.

"ეს გარდაუვალია. მეც არ ვარ იმ აზრის, რომ პრემიერ-მინისტრი ან კონკრეტული მინისტრი რაღაცას აშავებს, ამ ადამიანებს წესიერებას ნამდვილად ვერ წაართმევ. მე ვგულისხმობ, თვითონ პოლიტიკური სიტუაციის განვითარების ლოგიკას. ჩვენ კრიზისის სპირალიდან გამოსულები არ ვართ, პირიქით, ყოველდღიურად ვითარება უარესდება. ამის კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებას უჭირს, ეფექტურობის მიმართულებით გვაქვს პრობლემა', - აცხადებდა ხუხაშვილი.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."