ირაკლი ღარიბაშვილი - სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო არასწორია

ირაკლი ღარიბაშვილი - სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო არასწორია

მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებილი დავალებების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, დაკავებულ სპეცრაზმელთა საქმეზე მუშაობს როგორც პროკურატურა, ისე - შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"ვინც არის უკანონო დავალების გამცემი, სწორედ მისი პასუხისმგებლობით უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც გასცემდა ამგვარ დავალებებს წინა ხელისუფლების დროს. ისინი იყვნენ პრეზიდენტი და მინისტრი. რაც შეეხება დაკავებულ სპეცრაზმელებს, ამ საკითხზე მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."