ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიით გათავისუფლებულებს, "რომლებმაც ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს", ჰპირდება, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიით გათავისუფლებულებს, "რომლებმაც ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს", ჰპირდება, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიით გათავისუფლებულებს, რომელთაც სახელმწიფოს ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს , ჰპირდება, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი, ეს ვერ დააფასეს, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით. ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენს შორის, ჩვენს ხალხს შორის. მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთავონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."