"მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ პროკურორები გატყუებენ" - ოთარ კახიძე

"მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ პროკურორები გატყუებენ" - ოთარ კახიძე

მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ პროკურორები გატყუებენ, ადეიშვილი ლტოლვილის სტატუსის გამო არ ამოუღიათ ინტერპოლის დევნილთა სიიდან, - ამის შესახებ ადეიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამოღების მიზეზი პოლიტიკური დევნის მაღალი ალბათობა გახდა.

"ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებები კეთდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რადგან დაამშვიდონ, გაბრაზებულია პროკურორებზე. მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ გატყუებენ. ერეკლე კოდუას ლტოლვილის სტატუსი აქვს, მაგრამ ინტერპოლის დევნილთა სიიდან არ ამოუღიათ. ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური მოტივაციის საქმეზე. ამ შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილის განმარტებაზე დადგინდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას.

"ჩვენი წერილები, რომელსაც ინტერპოლს ინტენსიურად ვაწვდიდით, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."