ვანო მერაბიშვილი - ამ ხელისუფლებას რამდენიმე კრუნჩხვა კიდევ ელის

ვანო მერაბიშვილი - ამ ხელისუფლებას რამდენიმე კრუნჩხვა კიდევ ელის

ქვეყნის განვითარება შეეწირა ერთ მატყუარა, ცუღლუტ, პროვინციელ ტლუ კაცს, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა. ამასთან, შს ყოფილმა მინისტრმა მიმართა თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს, კახა ნაკანს, რომელმაც ციხეში თვითმკვლელობა სცადა, რომ ნუ გაახარებს "შიზოფრენიკ ივანიშვილს".

"მივმართავ ნაკანს, ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ადამიანი თვითმკვლელობამდე. ამ თავში წერია, ნაკანი როგორ უნდა მივიდეს თვითმკვლელობამდე, ვენები როგორ უნდა გადაიჭრას. ბევრი თავი ექნება ივანიშვილს ამ წიგნში, მაგრამ არ ექნება ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას შესახებ თავი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში წარუმატებელია. ივანიშვილი დღემდე თვლიდა, რომ ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს თავი ალბათ გადახაზა. ის გამწარებულია. სირცხვილია პროკურატურისა და სახალხო დამცველის განცხადებები, ვითომ ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან მოიხსნა ლტოლვილის სტატუსის გამო. კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება. გაჩერებულია ეკონომიკა და ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვა, იმთავითვე აცხადებს ამინისტიას "პატარ-პატარა ადამიანებთან მიმართებაში".

"ამ პატარ-პატარა ადამიანების მიმართ საყოველთაო ამინისტია გამოცხადდება. შეიძლება ითქვას, რომ დღესვე ისინი არიან ამნისტირებულები, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაკანის დაკავებაში, თენგიზ გუნავას დაკავებაში და რიგითი თანამშრომლების მიმართ უკანონო ქმედებებში, პირობას ვდებ, რომ ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემს მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, დარჩენილი ცხოვრების მეორე ნაწილს დაუთმობს მეგობრებს, რომლებიც მისი მდგომარეობის გამო წუხდებიან.

"სასამართლოში მოვდივარ მხოლოდ მეგობრების სანახავად. ხშირად იმიტომ არ მოვდივარ, რომ ისინი არ შეწუხდნენ, ამასთან, დიდი ხანია მივხვდი, რომ სასამართლოში სიმართლის ძებნა არის შეუძლებელი. დამამცირებელია ამ სასაცილო ადგილას ჩემი ახლობლების სიარული", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. განცხადების გაკეთების შემდეგ მან სასამართლო პროცესი გიგი უგულავასთან ერთად დატოვა. პროცესის დატოვებამდე მერაბიშვილმა ბრალდებულის ვინაობის დადგენაშიც არ მიიღო მონაწილეობა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ არ ცნობს სასამართლოს და მას ნუ დაეკონტაქტება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."