ფოტომასალას მოგიტან, სადაც 18 წლის მოზარდს სცემ - კორძაია ლაშა ცანავას

ფოტომასალას მოგიტან, სადაც 18 წლის მოზარდს სცემ  - კორძაია ლაშა ცანავას

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ ვარკეთილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, ყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავა ოთხ ადამიანთან ერთად 18 წლის გიორგი ჩითარიშვილის ცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა არსებობს და გადაცემის მსვლელობისას, მათ თავად დაზარალებული ჩითარიშვილი მიიტანს.

მისი თქმით, ლაშა ცანავა 2009 წლის 15 ივნისს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დარბევასა და გიორგი ჩითარიშვილის ცემაში მონაწილეობდა.

"თუ ფოტომონტაჟია, შეგიძლიათ გვიჩივლოთ. ამ ფოტომასალაზე ყველაფერი კარგად ჩანს. ცოტა ხანში გიორგი ჩითარიშვილი მოვა და ფოტომასალას მოიტანს, სადაც ოთხ ადამიანთან ერთად, 18 წლის მოზარდს სცემ. ნაცემ ახალგაზრდას დღემდე ვმკურნალობთ", - მიმართა კორძაიამ ლაშა ცანავას.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."