"მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს"

"მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს"

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ლევან მამალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს.

მამალაძემ გადაცემა "რეაქციაში" მოსკოვიდან ჩართვისას ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვერ ახერხებს თავად საქართველოში ჩამოსვლას და აღნიშნა, რომ ამის მთავარი მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები, ასევე, პირადად თინა ხიდაშელი არიან.

"როდესაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა სამართლიანობის აღდგენის დეკლარირება, მე ამომიღეს იმ სიიდან. არიან პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომლებსაც არ უნდათ, რომ საქართველოში ჩამოვიდე და თავის თავს კანონზე მაღლა აყენებენ. კბილაშვილი მოექცა სააკაშვილის მიერ დანიშნული პროკურორების გავლენის ქვეშ. როცა ადამიანებმა, იგივე ვაზაგაშვილმა, იგივე ხარძიანმა ბოლომდე მიიყვანეს და თვითონ გამოიძიეს თავიანთი საქმეები, ეს ადამიანები მოკლეს. ჩემი საქმეც ზუსტად იგივე ფაზაშია. კბილაშვილმა თაროზე შემოდო და ჩვენ გამოვიძიეთ ჩვენი საქმე", - განაცხადა მამალაძემ და დასძინა, რომ პოლიტპატიმართა სიიდან ის პირადად თინა ხიდაშელმა ამოიღო.

მისივე თქმით, საქმის მასალები მომავალ კვირაში გენერალურ პროკურატურაში შევა და ის იმედოვნებს, რომ პროკურატურა მზად იქნება, თავისი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლების მიმართ საქმე აღძრას.

"ეს არის სერიოზული ბრძოლა. ჩემი ჩამოსვლის პირველი მოწინააღმდეგე სააკაშვილი და მისი დამქაშები არიან. რას აკეთებს სააკაშვილი, შეთქმულება აქვს დაგეგმილი და ჯერ რა გეგმები ჰქონდა, 21-ში რომ აქცია ჩაატარა, ეს ცალკე საკითხებია. ეს არის სერიოზული შეთქმულება, მან ახლა ვერ მოახრეხა, მაგრამ უახლოეს პერიოდში, მაისში აპირებს გარკვეული მომენტების განხორციელებას. საერთოდ, ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს სააკაშვილს", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."