სააკაშვილის "რეკეტის" სისტემა, ზღულაძე-საყვარელიძის გეგმა "გარდატეხა" და უკრაინული მედიის მორიგი ნეგატიური სტატია უკრაინის ქართველ მაღალჩინოსნებზე

სააკაშვილის "რეკეტის" სისტემა, ზღულაძე-საყვარელიძის გეგმა "გარდატეხა" და უკრაინული მედიის მორიგი ნეგატიური სტატია უკრაინის ქართველ მაღალჩინოსნებზე

ახალი ამბების უკრაინული პორტალი Slovo.net.ua უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტივობას მორიგ ნეგატიურ სტატიას უძღვნის. სტატიაში ავტორი წერს, რომ "სააკაშვილმა უკრაინაში "რეკეტის" სისტემა აამუშავა" და უკვე შედგენილია დასაპატიმრებელთა სია, რომელიც, ავტორის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით შედგა.

"სწორედ სააკაშვილის კარნახით, სიაში მოხვდნენ ადამიანები, ვისაც ოლიგარქთა წინააღმდეგ კომპრომატების შექმნაში გამოიყენებენ და ამ კომპრომატების საფუძველზე ოლიგარქთა მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის საშუალება მიეცემათ", - წერს ავტორი.

AMBEBI.GE სტატიის ქართულენოვან თარგმანს გთავაზობთ.

***

Slovo.net.ua: Саакашвілі головний «Рекетир» України!/ სააკაშვილმა უკრაინაში "რეკეტის" სისტემა აამუშავა:

"უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ თავიანთი გეგმის სისრულეში მოყვანა ერთი თვის წინ დაიწყეს. გეგმა, სახელწოდებით "გარდატეხა", უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან არის შეთანხმებული.

გეგმის მიზანი ყოფილი ჩინოვნიკების, პოლიტიკოსებისა და ცნობილი სახეების საჩვენებელი დაპატიმრებების სერიის ორგანიზებაა. ამით უკრაინელ ხალხს საჯაროდ უნდა უჩვენონ, რომ ხელისუფლებამ წესრიგის დამყარება დაიწყო, ე.წ. კორუფციონერებს კი ციუხეში უკრავს თავს.

დასაპატიმრებელი პირთა სია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით შედგა. სწორედ მისი კარნახით, სიაში მოხვდნენ ადამიანები, ვისაც ოლიგარქთა წინააღმდეგ კომპრომატების შექმნაში გამოიყენებენ და ამ კომპრომატების საფუძველზე ოლიგარქთა მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის საშუალება მიეცემათ.

სააკაშვილი ის ადამიანი გახდა, ვისთანაც დისკრედიტირებულ ბიზნესმენებს შეუძლიათ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით გამართონ მოლაპარაკება, მათ შორის მნიშვნელოვანი ფინანსურ შემოწირულობაზეც, რომლის ჩუქებაც სახელმწიფოსთვის სურთ. სააკაშვილის რეკეტის სისტემა უკვე "უკრაინულ წესრიგზეც" მუშაობს. მისი ქმედებები მალე არაერთი ყოფილი ჩინოვნიკის თვითმკვლელობებით შეიძლება დასრულდეს.

სამართალდამცავი ორგანოების კულუარებში საუბრობენ, რომ უკრაინის სახელმწიფო ქონების ყოფილი მინისტრი ჩეჩეტოვი მე-17 სართულიდან იმის გამო გადმოხტა, რომ რენა ახმეტოვსა და იგორ კოლომოისკიზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. რენა თავის პრობლემებს პირდაპირ პოროშენკოსთან წყვეტს, იგორს კი ამერიკელებმა მიხედეს.

ჩეჩეტოვის "დამუსავებით" რომ ვერაფერი მოიგო, სააკაშვილი გაბრაზდა და ლონდონში წავიდა. ამიტომაც თბილისში 21 მარტის აქციაზე მისი მიმართვის ჩანაწერი უჩვენეს და არა პირდაპირი ჩართვა", - წერია სტატიაში, რომელიც Slovo.net.ua-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ღიად დააფიქსირა მისი ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინელი ოლიგარქების მიმართ. "ოლიგარქები, როგორც კლასი, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ სტატია| სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებს უპირისპირდება: ხმაურიანი განცხადება ბენდუქიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექციაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."