ვინ შეიფარა ადეიშვილი? - ინტერპოლი კეზერაშვილის ძებნასაც შეწყვეტს?!

ვინ შეიფარა ადეიშვილი? - ინტერპოლი კეზერაშვილის ძებნასაც შეწყვეტს?!

"ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების განმარტებითვე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ქართული მხარისგან დამატებითი არგუმენტაცია ან დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუთხოვია. მთავარი პროკურატურა არ აკონკრეტებს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი.

დეტალების გასარკვევად ადეიშვილის ადვოკატ ოთარ კახიძეს დავუკავშირდით: - კონკრეტულ ქვეყანას, სად მიიღო ზურაბ ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი, ვერ დაგისახელებთ, თუმცა, წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის მთავარი მიზეზი ეს არ ყოფილა. საქმეში მისი დევნის გასაგრძელებლად საკმარისი მასალა არ იყო.

- გაუგებარია, თუ საკმარისი მასალები თავიდანვე არ არსებობდა, ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიაში რატომ ჩასვა?

- მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ინტერპოლს ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ მასალები წარუდგინა, ჩვენი კორესპონდენციაც წარვადგინეთ. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. როგორც ჩანს, ეს საკმარისი აღმოჩნდა...

- ადეიშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ "თბილისის განვითარების ფონდიდან" თანხები "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად პირადად "გადაქაჩა".

- ამ დოკუმენტს სამართლებრივი ძალა არა აქვს, ის სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია...

- სად არის დღეს ზურაბ ადეიშვილი?

- ზურაბ ადეიშვილი რეფორმების გატარებაში ეხმარება უკრაინის მთავრობას. მას მრჩევლის სტატუსი აქვს, ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მიანიჭა. ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოცირების ორგანიზება.

ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა ერთდროულად დაიწყო. ორგანიზაციის ვებგვერდზე კეზერაშვილი კვლავ ძებნილადაა მოხსენიებული, თუმცა, როგორც ოთარ კახიძე ამტკიცებს, წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში მალე დავით კეზერაშვილსაც აღარ ვიხილავთ. პოლიტიკური თავშესაფრის მიღება არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ინტერპოლმა კონკრეტული პირის ძებნა შეწყვიტოს, ამის გასარკვევად იურისტ ლევან­ ალაფიშვილს დავუკავშირდით: "იმისათვის, რომ პირის ძებნის პროცედურა შეწყდეს, ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაა, რის შესახებაც ინიცირებას თავად დევნილის სტატუსის მიმცემი სახელმწიფო ახორციელებს. სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილს დევნილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა და ამ პროცესის შეჩერების რესურსი საქართველოში არავის ჰქონდა. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულებას პოლიტიკური მოტივაცია აქვს. როგორც ჩანს, პროკურატურას არ ჰქონდა საკმარისი მასალები იმისთვის, რომ ინტერპოლისთვის დამატებითი დოკუმენტაციაც წარედგინა".

ექსპერტი გია ხუხაშვილი: - პროკურატურამ ჩათვალა, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მიზეზით ზურაბ ადეიშვილისთვის წითელი ცირკულარიდან ამოღება მისთვის შემამსუბუქებელი გარემოებაა, არადა, ამით ადეიშვილს დაუდასტურეს, რომ ის საქართველოდან თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა.

პროკურატურამ ვერ მოახერხა იმ ქვეყნებისთვის ახსნა-განმარტებების მიწოდება, რომლებმაც ზურაბ ადეიშვილის საქმეში ეჭვი შეიტანეს, თუმცა,

ამ შემთხვევაში მხოლოდ პროკურატურაში კი არ არის პრობლემა, პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებსაც ეკისრებათ. არსებობს ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი. რატომ არ იყენებს ამ კოზირს ხელისუფლება?

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."