ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა

ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 22-24 აპრილს ეწვევა. მისი თქმით, 23 აპრილს ლუკაშენკო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ერთობლივ დოკუმენტს, გაიმართება ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია. ბელორუსის პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

კერესელიძის განცხადებით, დღის ბოლოს ალექსანდრე ლუკაშენკო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება და სამების საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, 24 აპრილს ბელორუსის პრეზიდენტი ბათუმს ეწვევა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძესა და აჭარის მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ბათუმში ხელი მოეწერა ბათუმისა და ბრესტის დაძმობილების ხელშეკრულებას. ალექსანდრე ლუკაშენკო მოინახულებს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს და დაესწრება სხვადასხვა კულტურ ღონისძიებას.

ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფარგლებში 22 აპრილს გაიმართება საქართველო-ბელორუსის ბიზნეს ფორუმი. ბელორუსის დელეგაციას უხელმძღვანელებს ბელორუსის რესპუბლიკის ვიცე პრემიერი მიხეილ რუსი. დაგეგმილია ბელორუსის სასურსათო პროდუქციის დეგუსტაციის მოწყობა, რომელშიც 15-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, 23 აპრილს ღონისძიების ფარგლებში იგეგმება საქართველოს სავაჭრო პალატასა და ბელორუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შეთანხების ხელმოწერა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."