მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა

მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთის ლიდერის, დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა. მისივე მონაცემებით, ადეიშვილისთვის სტატუსი 2013 წელს მისცეს. როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ადეიშვილის ძებნის პრობლემა არ არსებობდა, რადგან ყველამ იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა"

"როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, მხოლოდ დევნილის თავშესაფრის მიღება საკმარისი არ არის, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ამოხვიდე. ინტერპოლი არის ორგანიზაცია, რომელიც გულისყურით აკვირდება, აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკურ დევნას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებს. თავშესაფრის საკითხი მთავრობისათვის ცნობილია – ყოველ შემთხვევაში კულუარულად მაინც ცნობილი იქნებოდა. თუკი იმ დონეზე არიან დასული, რომ ოფიციალური წერილი არა აქვთ, ისე მაინც ვერ იღებენ ინფორმაციას მეგობარი ქვეყნის მთავრობისგან, მაშინ არ ვიცი, რაზეა საუბარი.

მე როგორც ვიცი, სახელდება უნგრეთი. არ დაგიმალავთ და აბსურდის თეატრს ხომ არ უნდა დაემსგავსოს, ზურაბ ადეიშვილის ძებნა, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუკი დღეს ზურაბ ადეიშვილის ნახვა ვინმეს უნდა, აი ახლა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კიევშია და თუ უნდა, შეუძლია ზურაბ ადეიშვილს შეხვდეს. დავით უსუფაშვილს გიორგი ვაშაძე ახლავს და ვაშაძემ ყველაზე კარგად იცის, სად არის ადეიშვილი", - აცხადებს მაჭავარიანი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. 2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."