კვერცხების სროლა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან

კვერცხების სროლა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისიაა განთავსებული, კვერცხები ესროლეს.

"ნაციონალური მოძრაობა" მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" აქტივესტებს ადანაშაულებს. გიორგი ღვინიაშვილის შეფასებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობს. დღეს დილით გურჯაანის მაჟორიტარის, გიორგი ღვინიაშვილის საპარლამენტო ბიუროში, "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისია განთავსდა, რომელმაც რაიონში კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტები უნდა შეისწავლოს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."