გურჯაანის გამგეობასთან სიტუაცია დაძაბულია

გურჯაანის გამგეობასთან სიტუაცია დაძაბულია

გურჯაანის გამგებლის მოადგილის, გუჯა გიორგაძის განცხადებით, გამგეობასთან სიტუაცია დაძაბულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგაძემ განუცხადა, გამგეობასთან შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ქმედებებს აპროტესტებენ.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, ხალხი დავაწყნაროთ, რათა სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს. ადგილზე ვიმყოფებით გამგეობის თანამშრომლები და ვცდილობთ, სიტუაცია განვმუხტოთ. გამგეობასთან ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი", - აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დათანხმდნენ გამგეობის მოთხოვნას და მაჟორიტარი დეპუტატისთვის დათმობილ ოთახებს ტოვებენ. "ეს ოთახები მათ არ ეკუთვნით. ჩვენთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ქირავნობაზე, რომელიც დაარღვიეს. შესაბამისად, მაჟორიტარ დეპუტატს არ აქვს ამ ოთახებში ყოფნის უფლება. ნელ-ნელა იწყებენ შენობის დატოვებას და ამის შემდეგ სიტუაცია ალბათ ჩაწყნარდება", - აღნიშნა გიორგაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციულმა კომისიამ დღეს მუშაობა გამგეობიდან დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."