პრეზიდენტს ასახლებენ - სააკაშვილი იცინის, იცინის, კვდება სიცილით

პრეზიდენტს ასახლებენ - სააკაშვილი იცინის, იცინის, კვდება სიცილით

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას ჯერ ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტენ, მერე ბუნებრივ აირს, ბოლოს წყალს და თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი მაინც ვერ გამოიტყუეს იქიდან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზაღვარგარეთული ვიზიტიდან დაბრუნებულს, უბრალოდ რეზიდენციის საკეტებს შეცვლილს დაახვედრებენ... მოკლედ, ეს მოვლენების განვითარების ერთი სცენარია, რა ვიცი, იქნებ, იმაზეც წავიდეს ვინმე, რომ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, შესაძლოა ვიღაცის ხათრით, მაგრამ მაინც არჩეული, ცემა-ტყეპით გამოაგდონ ავლაბრიდან, აქაოდა, ნემტანი პომპეზურია შენთვის აქაურობაო...

ეს ყველაფერი ხუმრობთ, უფრო სწორედ, იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და ეს სტატია მართლაც სახუმარო გამოდგება. მოკლედ, საქმე ისაა, რომ მთავრობამ პირდაპირ შტურმი დაიწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე და ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის გამოსახლებას ცდილობენ. თავდაპირველად დაიწყეს ლაპარაკი, რომ ათონელზე, კაცმა რომ არ იცის ჯერ, იმის რეზიდენციის რეკონსტრუქცია დასრულდა და დროა პატრონი მოვუძებნოთო. ჯერ იყო და იმ შენობას ლარის გასამაყარებლად გაყიდვას უპირებდნენ, მერე ეკონომიკის მინისტრმა აღმოაჩინა, - სარფიანად არ გაიყიდება, რადგან პირდაპირ მარგველაშვილზეა ზედმოჭრილიო. მთავრობის სხდომაზე მინისტრებს ღარიბაშვილმაც დაუცაცხანა, დროზე გაარკვიეთ მაგ შენობის ფუნქციაო და აქ დაიწყო საინტერესო ამბებიც...

პრეზიდენტს, რომლის ავლაბრის რეზიდენციაში შესვლამაც, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ისე გაანაწყენა, რომ დღემდე გული ვერ მოიბრუნა, პირდაპირ აძალებენ (ჯერ არ აიძულებენ), ათონელზე გადასვლას... ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, ყველაფერი ივანიშვილის წყენის ბრალი, იმას ვერ უტეხავენ ხათრს, თორემ ათონელის რეკონსტურირებულ შენობაზე რამდენიმე მინისტრს უჭირავს თვალიო...საქმე იმაზეც კი მიდგა, რომ თურმე მთავრობამ შეიძლება სპეციალური დადგენილება მიიღოს, რომელსაც სამართლებრივად ალბათ რამე სხვა ერქმევა, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება დადგენილება პრეზიდენტის გასახლების შესახებ. "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა: "პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია, ანუ შენობა, სადაც დღეს მუშაობს პრეზიდენტი, არსებითად არ შეესატყვისება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. განხორციელდა 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2013 წლიდან და 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. შესაბამისად, ის აღარ არის ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ლიდერი.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."