ივანიშვილის ბანკის გენერალური დირექტორობიდან მინისტრობამდე: მნიშვნელოვანი ამბები ნოდარ ჯავახიშვილის ცხოვრებიდან

ივანიშვილის ბანკის გენერალური დირექტორობიდან მინისტრობამდე: მნიშვნელოვანი ამბები ნოდარ ჯავახიშვილის ცხოვრებიდან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა. მისივე თქმით, ნოდარ ჯავახიშვილთან დაკავშირებით კონსულტაცია გუნდში უკვე გაიარა.

Ambebi.ge-მ ნოდარ ჯავახიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს გადაავლო თვალი.

ნოდარ ჯავახიშვილი

დაბადების თარიღი: 7 ოქტომბერი, 1954

დაბადების ადგილი: საქართველო, სიღნაღი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი

მეტი ინფორმაციისთვის| რა ქონებას ფლობს ნოდარ ჯავახიშვილი - მინისტრი, რომელსაც არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს

განათლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972-1977,

ეკონომიკის ფაკულტეტი,

სპეციალობა - ფინანსები და კრედიტები.

პროფესიული გამოცდილება:

2011-2014 - სს "ქართუ ბანკი" - გენერალური დირექტორი,

სს "ქართუ ჯგუფი" - გენერალური დირექტორი,

სს "ქართუ ბანკი" - საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარე;

1999 -2004 - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე;

1993 -1998 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

1992 -1993 - ბინსოცბანკის ისნის განყოფილების მმართველი;

1988 - 1991 - სახბანკის, საქრესპბანკის თავმჯდომარის მოადგილე;

1987 - 1988 - სახბანკი, საქრესპბანკი: ბანკების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი;

1985 - 1987 - სახბანკი, საქრესპბანკი: საგეგმო ეკონომიკური სამმართველოს უფროსი;

1983 - 1985 - სახბანკის ქ.რუსთავის განყოფილების მმართველი;

1980- 1983 - სახბანკი, საქარესპბანკი: მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი;

1979 -1980 - სახბანკი, საქარესპბანკი: საგეგმო ეკონომიკური სამმართველოს უფროსი ეკონომისტი;

06.1977 -1979 - სახბანკი, საქარესპბანკი: მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი ეკონომისტი;

03.1977 -06.1977 - სახბანკის ქ.რუსთავის განყოფილების უფროსი ეკონომისტი;

ენები:

ქართული - მშობლიური

რუსული - კარგად

ინგლისური - კარგად

შეგახსენებთ, რომ შავლიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. ნოდარ ჯავახიშვილი შავლიაშვილის მოადგილეა.

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."