გიორგი მარგველაშვილი - რეზიდენცია არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა

 გიორგი მარგველაშვილი - რეზიდენცია არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა

მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ ის თავად წყვეტს საკუთარ პოზიციას, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სხვისი მითითებით დატოვებს შენობას.

"ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა არ უკავშირდება არც კვადრატულ მეტრებს და არც საბინაო-კომუნალურ საკითხებს, ეს პოლიტიკური თემაა. თემა, რომლის შინაარსიც შემდეგია - სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, არც საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორე შენობაში. ასევე, ვფიქრობ, ეს საკითხი უკავშირდება ნებისმიერ მოქალაქეს. არ მგონია, რომ მე, როგორც მოქალაქემ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო ასე მითითებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე, პრინციპში, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. ასე რომ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა და ამ პოლიტიკურ საკითხში ინტერესი ფაქტობრივად არავის გააჩნია. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას, რითაც, ჩემი აზრით, ვიცავ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და მათ შორის ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალ არჩევანს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."