"ივანიშვილი ადგენს თამაშის წესებს და მას სურს, პრეზიდენტმა გააკეთოს ის და იყოს იქ, როგორც მას სურს"

"ივანიშვილი ადგენს თამაშის წესებს და მას სურს, პრეზიდენტმა გააკეთოს ის და იყოს იქ, როგორც მას სურს"

"ივანიშვილი ადგენს თამაშის წესებს და მას სურს, პრეზიდენტმა გააკეთოს ის და იყოს იქ, როგორც მას სურს", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

კოჟორიძის განმარტებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება.

"რამდენიმე დღის წინ ბატონმა ბიძინამ თავის გადაცემაში ისაუბრა პრეზიდენტის სასახლეზე და თქვა, რომ ის ათონელზე უნდა გადასულიყო. მეორე დღეს მთავრობამ გაკეთა განცხადებები, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ. დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება "ჭარბ ფართზე" და აღნიშნა, რომ ამხელა ფართი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საჭირო არ არის. ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ თამაშის წესებს ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, უნდა დაემორჩილოს. ეს ის თამაშის წესებია, რასაც სწორედ თავად ბატონი ბიძინა ადგენს," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა იმ მიზეზებზეც გააკეთა განცხადება, თუ რატომ ითვალისწინებს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის რჩევებს.

"ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება ის, რომ  დღეს ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან. ამიტომაც მას აქვს დიდი გავლენები და მის აზრს ითვალისწინებენ. რაც პრეზიდენტი ბატონი ივანიშვილის თამაშის წესებს არ დაემორჩილა, დაიწყო მის მიმართ პოლიტიკური კამპანია," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."