დავით უსუფაშვილი - ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არის ურყევი

დავით უსუფაშვილი - ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არის ურყევი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დასრულდა. უსუფაშვილის თქმით, ვიზიტისას ქართველი პარლამენტარები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არის ურყევი.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კიდევ ერთხელ, ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გვესაუბრა იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში, რაც შექმნილია რეგიონში, საქართველოში. ვიზიტისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არის ურყევი და ქართველი და უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარები, მთავრობები ვალდებული ვართ რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან და გავუწოდოთ დახმარების ხელი. უკრაინელებისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ ძალიან ბევრი სამადლობელ სიტყვა იმისთვის, რაც კეთდება, რაც გაკეთდა უკვე საქართველოს მხრიდან და შევთანხმდით იმაზე, რომ ეს გაგრძელდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ახლო მომავალში იქნება საინტერესო ღონისძიებები. "მაისის დასაწყისში თბილისში გაიმართება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების, აგრეთვე ევრონესტში წარმომადგენლების ორ დღიანი ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც დაიგეგმება შემდგომი თანამშრომლობა სამი ქვეყნი ქვეყნის პარლამენტებს შორის. ივნისში შედგება საქართველო- უკრაინის ეკონომიკური კომისიის შეხვედრა ბათუმში, სადაც უკვე სამთავრობო დონეზე დაიგეგმება კონკრეტული პროექტები ერთობლივი საქმიანოისთვის, ერთობლივი თანამშრომლობისთვის, რიგის სამიტთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ერთიანი პოზიცია, ევროინტეგრაციის პროცესში და კიდევ უფრო გავააქტიურებთ ჩვენს თანამშრომლობას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის სასარგებლო უკრაინისთვის და არის სასარგებლო საქართველოსთვის. ჩვენ, საქართველო, როდესაც დავეხმარებით უკრაინას, დარწმუნებული ვართ, რომ ამით ვეხმარებით საკუთარ თავს, საკუთარ სამშობლოს, იმიტომ, რომ თუ არ დასრულდა რუსული აგრესია უკრაინაში და საქართველოში, მაშინ არა მხოლოდ ეს ორი ქვეყანა, არამედ მთელი რეგიონი აღმოჩნდება უფრო მძიმე ვითარებაში. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით საერთოშარისო ასპარეზზე უფრო კოოორდინირებულ და მჭიდო თანამშრომლობაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."