მაჟორიტარ დეპუტატს წიწილებიანი კვერცხები ესროლეს

მაჟორიტარ დეპუტატს წიწილებიანი კვერცხები ესროლეს

გურჯაანის გამგეობასთან "ნაციონალური მოძრაობის" "ანტიკორუფციული კომისიისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი გურჯაანიდან იუწყება, დაპირისპირება გამგეობის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენამ გამოიწვია.

ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი გამგეობის შენობაში მიდიოდნენ, სადაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს უნდა შეხვედროდნენ. თუმცა, გამგეობის შენობასთან მობილიზებულმა "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა და სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები დაუშინეს. შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ წუთებში ფრაქციის ოთახში რჩებიან. შენობაში მობილიზებულია "ქართული ოცნების" აქტივისტები და მათ გამოსვლას ელოდებიან.

გურჯაანში სიტუაცია სამი დღეა, დაძაბულია. "ნაციონალური მოძრაობის" ”ანტიკორუფციულმა კომისიამ”, როგორც თავად ამბობენ, გურჯაანში კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტების შესწავლა დაიწყო. თავდაპირველად დაძაბულობა ასევე გურჯაანის გამგეობაში მოხდა, როდესაც მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს მაჟორიტარის ბიუროსთვის დათმობილი ოთახები დაატოვებინეს. როგორც გამგეობაში განმარტეს, ღვინიაშვილის ბიუროს დავალიანება აქვს და გამგეობაში ყოფნის უფლება არ აქვს. ფიზიკური დაპირისპირება და კვერცხების სროლა პირველი დაძაბულობის დროსაც მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."