რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ბრძანებულების მიხედვით, უფლებამოსილება შეუწყდათ როგორც მინისტრის პირველ მოადგილეს, ისე მოადგილეებს.

"შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შალვლიაშვილმა გუშინ პრემიერს გადადგომის თხოვნით მიმართა, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავლიაშვილის შემცვლელად ნოდარ ჯავახიშვილი დაასახელა.

კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი მოადგილეები ავტომატურად ტოვებენ თანამდებობას.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."