38 თანამდებობის პირი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა

38 თანამდებობის პირი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა

"ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო" – ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები ან მათი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დაინიშნენ ან აირჩნენ. როგორც კომპანიის კვლევაში წერია, მსგავსი ქმედება ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ.

"თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზის თანახმად, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში, მათ შორის 6 პოლიტიკური თანამდებობის პირია. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ ან აირჩნენ თანამდებობებზე, თუმცა ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე გადანაცვლება საჯარო სამსახურში ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ"," – ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევის მიხედვით, გარდა 38 თანამდებობის პირისა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში, 14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი. "ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირები პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს წამყვან რგოლში დასაქმდნენ.

მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ "ქართუს" თავმჯდომარე, შპს "ქართული ოცნების" დირექტორი და სს ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო; ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც, როგორც გუშინ, 21 აპრილს გახდა ცნობილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს, ბანკი "ქართუს" და "ქართუ ჯგუფის" გენერალური დირექტორი იყო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სს ბანკი "ქართუს" გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა; მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი შპს "ელიტა ბურჯის" მძღოლი იყო; საჩხერის უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია "ატუში" ოსტატის პოზიციას იკავებდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებში დასაქმებული ცალკეული პირები ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ პოლიტიკური ცხოვრების დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო ბატალიებში. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭს იყრიდა." - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."