დავით პატარაია - საქართველო აფასებს ბელორუსის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის თვალსაზრისით

დავით პატარაია - საქართველო აფასებს ბელორუსის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის თვალსაზრისით

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას განცხადებით, ქართული მხარე აფასებს ბელორუსის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, - ამის შესახებ დავით პატარაიამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშოირსო აეროპორტში განუცხადა, სადაც ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვდა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ვიზიტი. "ეს არის ბელორუსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ვაფასებთ ბელორუსის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, ბელორუსის სახელმწიფოსთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმდება მრავალი შეთანხმება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და ბელორუსს შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას", - განაცხადა დავით პატარაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."