ლეონიდ თიბილოვმა დავით სანაკოევი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ლეონიდ თიბილოვმა დავით სანაკოევი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ის "პრეზიდენტის" სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" თიბილოვის პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება.

თიბილოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება ე.წ. პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

ჯერ კიდევ მარტში დეფაქტო პარლამენტის უმრავლესობამ სანაკოევს უნდობლობა გამოუცხადა, როგორც რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების მოწინააღმდეგეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."