საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი დაიწყო. ბელარუს კოლეგას დღეს გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

ბელორუსის პრეზიდენტს გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კორტია დახვდნენ.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს და სახელმწიფო დელეგაციასა და ათი წლის შვილთან ერთად ეწვია.

"იწყება ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ეს არის ძალინ მასშტაბური ვიზიტი. ეს ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში. ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, ბელორუსის სახელმწიფოსთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმდება მრავალი შეთანხმება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას,", -განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.

ბელორუსის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

დღეს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან.

ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."