რა ქონება შეიძინა კოტე კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე ხუთი დღით ადრე

რა ქონება შეიძინა კოტე კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე ხუთი დღით ადრე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც თანამდებობა 2015 წლის 23 თებერვალს დატოვა, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ორთვიანი ვადა უკვე ამოეწურა.

ახალი დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონებრივი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, თუმცა, ოჯახს 2015 წლის თებერვალში, კუბლაშვილის თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, 16 000-დოლარიანი შენაძენი აქვს გაკეთებული. ეს შენაძენი კი 2008 წელს გამოშვებული mercedes-benz-ია, რომელიც მისი მეუღლის, მარინა მესხის საკუთრებაშია.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, 2014 წლის განმავლობაში, მათი ფინანსური შემოსავალი საერთო ჯამში 210 088 ლარია.

უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს 2000 წლიდან დღემდე 18 დეკლარაცია აქვს შევსებული. მისი ფინანსური მდგომარეობა ამ 15 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა.

ამჟამად, კუბლაშვილის ოჯახის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, ერთი - ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომლის ფართობიც 55.00 კვ.მ-ია 100%-ით კონსტანტინე კუბლაშვილს ეკუთვნის, მეორე ბინა - პეკინის ქუჩაზე, რომლის ფართობის 190 კვ.მ-ია, მისი მეუღლის, მარინა მესხის საკუთრებაშია.

კუბლაშვილების ოჯახმა გარდა საცხოვრებელი სახლისა, მცხეთასა და ოზურგეთში მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლებიც შეიძინა.

ასევე, მესხის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 1500.00 კვ.მ-ია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."