"შესაძლოა ფინანსთა მინისტრს აქვს შოკუნიები, მაგრამ მოსახლეობას შოკი" - ლევან თარხნიშვილი

"შესაძლოა ფინანსთა მინისტრს აქვს შოკუნიები, მაგრამ მოსახლეობას შოკი" - ლევან თარხნიშვილი

შესაძლოა ფინანსთა მინისტრს აქვს შოკუნიები, მაგრამ მოსახლეობას შოკი და ეს შოკი ხვალ კიდევ უფრო გაიზრდება-ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან თარხნიშვილმა გააკეთა. თარხნიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დღეს უკვე არა სავალუტო კრიზისი, არამედ ეკონომიკური კრიზისია. თარხნიშვილის განცხადებით, პროცესებს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ შექმნილ ვითარებაშ საქართველოს ხელისუფლება არის არაადეკვატური. მისი თქმით, მთავრობა არა თუ არ ზრუნავს პრობლემის მოგვარებაზე, არამედ არც კი აღიარებს მას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."