შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი გიორგი ლოთუაშვილმა დატოვა.

ლოთუაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. აღნიშნულ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. თუმცა "ინტერპრესნიუსს" ეს ფაქტი თავად ლოთუაშვილმა დაუდასტურა.

გავრცელებულ ინფორმაციით, ლოთუაშვილს სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე იაგო საური შეცვლის. საური რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ერთი წლის წინაც მუშაობდა, იგი ზაფხულში გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შსს-ს გორის სამმართველოშიც იგეგმება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მეოთხედ შეიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."