ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდის დასასრული: დიდი ცვლილებები, რაც ყიფიანის გადადგომას მოყვება

ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდის დასასრული: დიდი ცვლილებები, რაც ყიფიანის გადადგომას მოყვება

გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

როგორც ცნობილია, ორი დღის წინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე, ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ლევან ყიფიანზეც იყო საუბარი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრეტენზიებზე, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მისამართით აქვს.

არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ ყიფიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა და ითქვა, რომ თუკი კომიტეტის პრეტენზიები და უკმაყოფილების მიზეზები ობიექტურია, ის უნდა გამოსწორდეს, ან მინისტრმა დაასაბუთოს, რომ ხარვეზები, რომელთა თაობაზეც პარლამენტის კომიტეტი საუბრობს, არ არსებობს.

ლევან ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.

ასევე დაგაინტერესებთ| "თვალს გაახელ და მთავრობა გადამდგარი გხვდება" - რა ხდება "ფეისბუქზე" მთავრობის გადადგომის მოლოდინში

პარლამენტმა მინისტთა კაბინეტს ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. ამას კონსტიტუცია მთავრობის შემადგენლობაში შვიდი მინისტრის შეცლის საფუძველზე ითვალისწინებს. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად , მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 7 წევრით განახლების შემთხვევაში, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."