"რა გამოცდილება ჰქონდა კეზერაშვილს, როცა თავდაცვა ჩააბარეს" - "ჩამჭრელი"კითხვა აკო მინაშვილს და კომენტარი "დამორჩილებულ" "რესპუბლიკელებზე"

"რა გამოცდილება ჰქონდა კეზერაშვილს, როცა თავდაცვა ჩააბარეს" - "ჩამჭრელი"კითხვა აკო მინაშვილს და კომენტარი "დამორჩილებულ" "რესპუბლიკელებზე"

"იმედის კვირაში" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკო მინაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენა შეაფასა. ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ხიდაშელს ამ თანამდებობისთვის არაკომპეტენტურად მიიჩნევს. აკაკი მინაშვილს გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა დავით კეზერაშვილის მინისტრობა შეახსენა..

"თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ აქვს ადმინისტრაციული მართვის, 2001 წელს ქალბატონმა თინა ხიდაშელმა განცხადა, რომ მოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, აფხაზეთი იქნება თუ არა საქართველოს შემადგენლობაში, მაშინ, როდესაც გამჟღავნდა მისი მინისტრობის ამბავი, ის ირონიულ და არასერიოზულ კომენტარებს აკეთებდა, - ეს ყველაფერი ერთად თავდაცვის სამინისტროს მიმართ დამამცირებელი პოზიციის გაგრძელებაა და ეს ცვლილება არ მომხდარა იმიტომ, რომ ჯანელიძის პოლიტიკა არ მოსწონდათ. ახლა ივანიშვილს დასჭირდა მინისტრის პორთფელები "რესპუბლიკელებისათვის", რათა "რესპუბლიკელები" კიდევ უფრო მორჩილი გაეხადათ.

ბოლო სესიაზე "რესპუბლიკელებმა" მხარი არ დაუჭირეს საყდრისზე კომისიის შექმნას, მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირის წინ მხარი დაუჭირეს, ისინი ასევე ხმას აღარ იღებენ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდის წინ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ. ეს პორტფელები გადაეცათ "რესპუბლიკელებს" იმიტომ, რომ ისინი უფრო მორჩილები და დამყოლები გამხადრიყვნენ.

კეზერაშვილსაც და ყველა იმ მინისტრს, რომელიც ჩვენს დროს იყო, ჰქონდა ძალიან ფართო გამოცდილება ადმინისტრაციაში და მენეჯმენტში. კეზერასვილი იყო ერთ-ერთი აღმასრულებელი უწყების ხელმძღვანელი. სხვა მინისტრებსაც, ბაჩო ახალაიასაც, ჰქონდათ ეს გამოცდილება", - განაცხადა აკო მინაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."