"კიდევ 6 მინისტრს მოხსნიან" - ვინ როგორ ივაჭრა მმართველი კოალიციის შიგნით

"კიდევ 6 მინისტრს მოხსნიან" - ვინ როგორ ივაჭრა მმართველი კოალიციის შიგნით

"არ გამო­ვრიცხავ, სამთავრობო ცვლილებები ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვე­დრაზე დაგეგმილიყო"

"სერგეენკოსა და კალაძეს შორის ერთ-ერთი ფილტრაციას შეეწირება"

ბოლო ათი დღის განმავ­ლ­ობაში­ საქართველოს მთავრო­ბის შემადგენლობას პირადი­ გან­ცხადების საფუძველზე სა­მი მინისტრი გამ­ოეთიშა - ინფრა­სტრუქტურისა­ და რეგიონული განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა დავით­ შავლიაშვილმა თანამდებობიდან წასვლის მთავარ მოტივად ჯანმ­რთელობის გაუარესება დაასახელა,­ გარემოს დაცვის სამინისტროს ექსხელმძღვანელმა­ ელგუჯა ხოკრიშვილმა­ საჯარო სამსახურს გერმანიაში ოჯახთან ყოფნა არჩია, ლევან ყიფ­იანმა კი, რომელიც სპორტისა და ახალგა­ზრდობის სამინისტროს კურირებდა, პოსტიდან გადადგომა სპეკ­ულაციებისგან თავის არიდების­ მიზნით გადაწყვიტა.

დავით შავლიაშვილი მისმა მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილმა­ მეორე დღესვე შეცვალა, ამიტომ საზოგადოება, ლოგიკურად, ორი ახალი მინისტრის მოლოდინში იყო, თუმცა, საბოლოოდ, პრემი­ერმა მოსახლეობას თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანე­ლიც წარუდგინა.

გიგლა აგულაშ­ვილი - გარემოს დაცვის, ტარიელ ხეჩიკაშვი­ლი­ - სპორტის, თინა ხიდაშელი­ კი თავდაცვის მინისტრებად - მთავრობის ხელმძღვანელმა კოალიციასთან კონსულტაციების შემ­დგომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ღარიბაშვილის განმარტებით, ცვლილებები მთავრობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება, თუმცა, ამ ცვლილებებს საზოგადოებაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა. გია ხუხაშვილის აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში რესპუბლიკელების გაფართოებული შემადგენლ­ობით წარმოდგენა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ სამთავ­რობო ცვლილებები ბიძინა­ ივანიშვილ­ისა და ამერიკის ელჩის ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "მთავრობის სისტემური გადახალ­ისება მოსალოდნელიც იყო, რადგან ხელისუფლებამ გლობალურ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გამოწვევებს სრულფ­ასოვნად ვერ უპასუხა. რაც შეეხება რესპუბლიკელების წინა პლანზე­ წამოწევას, "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან წასვლის შემდეგ მმართველ გუნდში ამ პარტიის როლი მნიშვ­ნელოვნად გაიზარდა. შესაბამის­ად, მათ მეტი "ლუკმის" მიღების­ სურვილი გაუჩნდათ. რესპუბლი­კურ პარტიაში არიან ადამიანები­, რომლებიც პოლიტიკურად კარგად ანგარიშობენ. გარკვეულ სა­კ­ი­თხებზე რესპუბლიკელების მმარ­თველ გუნდთან დაპირისპირება სწორედ პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილი იყო, თუმცა, ისინი ხელისუფლების პირველი პირებისთვის­ საფრთხეს მაინც არ წარმოადგ­ენენ. თუ რესპუბლიკელები შიდა­კრიტიკას "გადაამლაშებენ", ხალ­ხის პირისპირ დგომა მოუწევთ, მათი საარჩევნო შესაძლებლობები­ კი მინიმალურია, რაშიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით. ამიტომ რესპუბლიკური პარტია ძალაუფ­ლების გადანაწილებისას არასო­დეს იმაზე მეტს არ ითხოვს, რისი მოთ­ხოვნის რესურსიც რეალურად­ არ გააჩნია. პოლიტიკაში ასე ხდება, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწ­ყ­ისია.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."