თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

 თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, ამის შესახებ მან  "კურიერის"  ეთერში ისაუბრა.

"არის ახლა სამთავრობო ცვლილებები და არ დაგიმალავთ რომ არის შემოთავაზებები. როცა სახელმწიფო სამსახურში ხარ, რიგირთი ჯარისკაცი ხარ და შეიძლება სხვა სამსახურში დაგიძახონ. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამჟამად არც განცხადება დამიწერია, არც რაიმე კონფლიქტი მაქვს ბატონ დიმა ქუმსიშვილთან"- აცხადებს თემურ ხომერიკი.

კურიერის ინფორმაციით, ხომერიკის ჩანაცვლება ან სტრუქტურული რეორგანიზაცია დიმიტრი ქუმსიშვილს უკავშირდება. თუმცა, თავად ხომერიკი ქუმსიშვილთან კონფლიქტს გამორიცხავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."