ირაკლი ალასანია - როგორ სძინავთ მშვიდად ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან

ირაკლი ალასანია - როგორ სძინავთ მშვიდად ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან

გასაკვირია, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომელიც სასამართლოში ბრალდებულების მხარდასაჭერად მივიდა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ბრალდებულები ციხიდან მალე გათავისუფლდებიან და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.

"მე ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა, სრულიად უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საპყრობილეში არიან. ხუთი კაცი არის პირადად ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი. ამ პერიოდის განმავლობაში, არც ერთი მოწმე არ გამოვლინდა ისეთი, ვინც ირიბად მაინც დაადასტურებდა ამ ბრალდებას, რომელიც ყველას ერთად წაგვიყენა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ. დარწმუნებული ვარ, სასამართლო თავის ადგილს იპოვის. ეს ხალხი გამოვა ციხიდან და დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს. შემდეგ კი ბუნებრივია, დადგება სერიოზული საკითხი პროკურატურისაც და კონკრეტულად ივანიშვილისაც, თუ საიდან წამოვიდა ეს ბრალდება და რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ აქტს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელიც საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი დემოკრატების" სხვა ლიდერებთან ერთად ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის მხარდასაჭერად იმყოფება.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."