გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთავრობას და პარლამენტს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთავრობას და პარლამენტს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ

ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას და პარლამენტს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის თხოვნის შესახებ განუცხადა, იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ვადაზე ადრე წარადგინოს. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, "გადადების პროცესიც" პარლამენტისა და მთავრობისთვის ხელის შეწყობა იყო.

"ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. თქვენ იცით, რომ ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, გამართულიყო მშვიდ გარემოში კონსულტაციები. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ვნახეთ, რომ გაიმართა უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, როგორც წესი იყო, ასევე შედგა განხილევები დეპუტატების მიერ, ეს ნორმალური და დემოკრატიული წესია, რომელისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესმა მოიტანა პოზიტიური შედეგი. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტს და მთავრობის მუშაობაში, ჩემს მიერ პარლამენტის და მთავრობის წარდგენის გადადებაც ამ პროცესის ხელის შეწყობა იყო", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურება. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ვადის დაჩქარებას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."