მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს, რომელიც 13.00 საათზე ჩაინიშნა.

რიგგარეშე სხდომის 8 მაისისთვის დანიშვნის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. 8 მაისის სხდომაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხის დასმამდე პარლამენტი ორი დეპუტატის თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ხვალისთვის კი პარლამენტში დაგეგმილია რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომები, რომლის ფარგლებშიც კომიტეტის წევრები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ.

ხვალ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეხვდება უმცირესობა, უმრავლესობა, ასევე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები".

პრეზიდენტმა კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობა სამთავრობო პროგრამასთან ერთად პარლამენტს დღეს წარუდგინა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."