მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს

მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

მინისტრმა ფრაქციის წევრებს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმის ძირითადი მონახაზი გააცნო და მის შემადგენელ ერთ-ერთ ნაწილად სწორედ აღნიშნული კომპონენტი დაასახელა.

"დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაცხადებთ საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მეტ ჟანგბადს მისცემს კერძო სექტორს იმისთვის, რომ გადაიტანოს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ ასევე: გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."