რომელი ჩინოვნიკები სარგებლობდნენ სამთავრობო აგარაკებით? - მანანა კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს

რომელი ჩინოვნიკები სარგებლობდნენ სამთავრობო აგარაკებით? - მანანა კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წინა ხელისუფლების იმ კონკრეტული თანამდებობის პირების დასახელებას სთხოვს, რომლებიც სამთავრობო აგარაკებით - მათ შორის წყნეთის სამთავრობო აგარაკით სარგებლობდნენ.

როგორც კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, არსებული სიტუაციის შეფასება შედარებას ითხოვს, თუ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს.

"მთავრობის მიერ დასახულ გეგმაში წარმოდგენილია პრივატიზაციის განხორციელება - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების გასხვისება, რათა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები შემოვიდეს და მოხმარდეს ინვესტირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია წყნეთის სამთავრობო აგარაკები, რომლის პრივატიზაციაც იგეგმება. მაინტერესებს, თუ იყო ეს აგარაკები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სარგებლობაში, მფლობელობაში და ვინ იყვენ ის ჩინოვნიკები, ვინც თავის დროზე ამ ქონებით სარგებლობდა. ხომ არ არიან ამ დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფო ქონებით - აგარაკებით სარგებლოდნენ და ცხოვრობდნენ ძალიან კარგად, ხოლო დღეს მთავრობის და პარლამენტის წევრები სარგებლობენ თუ არა ამ აგარაკებით? არის თუ არა სხვაობა? შევაფასოთ არსებული სიტუაცია, ნიშნავს იმას, შევადაროთ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს", - მიმართა კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."