ირაკლი ღარიბაშვილი – პენსიის დოლართან დაკავშირება, არასწორია

ირაკლი ღარიბაშვილი – პენსიის დოლართან დაკავშირება, არასწორია

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას მიმართავს, პენსიას დოლარის კურსს ნუ დაუკავშირებს და ამის საფუძველზე მის გაზრდის აუცილებლობაზე ნუ ისაუბრებს.

ღარიბაშვილის თქმით, სწორი იქნება პენსიის ინფლაციასთან დაკავშირება, რომლის მოცულობაც მხოლოდ 2.2%-2.5%-ია.

"სპეკულაციაა, რომ პენსია უნდა გადაიხედოს, გაიზარდოს და ამას უკავშირდებთ დოლარს. ტყუილია, როცა ამბობთ და კითხვას სვამთ იმის შესახებ, თუ რამდენი დოლარი გამოდის პენსია. რატომ ადარებთ ჩვენს პენსიას უცხოულ ვალუტას. პენსია უნდა დაითვალოთ ლარებში. საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, როცა ამ ყველაფერს უცხოულ ვალუტას უკავშირებთ და დოლარს ადარებთ. სწორი იქნება ინფლაციასთან დაკავშირება. ინფლაცია არის 2.2-2.5%. შესაბამისად, თქვენი განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური დემაგოგიაა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საპასუხოდ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."