ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრზნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის - 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ამასთან, შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და სათანადო ზომები მიიღონ. დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."