"ეჭვი მაქვს, ვიღაცები ქადაგიძესთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ თამაშს თამაშობენ" - მამუკა არეშიძე ლარის დევალვაციის ახალ მიზეზს ასახელებს

"ეჭვი მაქვს, ვიღაცები ქადაგიძესთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ თამაშს თამაშობენ" - მამუკა არეშიძე ლარის დევალვაციის ახალ მიზეზს ასახელებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მსოფლიო ბანკს 2 წლით ადრე დაუბრუნა 400 000 000 დოლარის ოდენობის საგარეო ვალი და ეს სერიოზულ ეჭვებს ბადებს, - განაცხადა ტელე/რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”კავკასიური პალიტრის” წამყვანმა მამუკა არეშიძემ საკუთარ საავტორო გადაცემაში. მისი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამ ქმედებაში ჩანს, რომ ”აქ რაღაც ისე არ არის” და ვიღაც-ვიღაცები მასთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ თამაშს თამაშობენ. არეშიძის თქმით, ხელისუფლება დამნაშავეა იმაში, რომ ქადაგიძეს თავის ნებაზე მოქმედების უფლებას აძლევს.

"მართალი გითხრათ, დაიღალა უკვე საზოგადოება ლარის დევალვაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე ხელისუფლების უაზრო პასუხებით. მე ვფიქრობ, რომ სხვანაირად არის საქმე. ალბათ ამას ბევრი ძიებაც არ უნდა, რადგან საქმეში ჩაუხედავი ადამიანიც კი მიხვდება, რომ როდესაც ეროვნული ბანკის მმართველი, როდესაც ქვეყანას ვალის გადახდის ვადა უმთავრდება 2017 წელს, 2 წლით ადრე დაფარავს ამ ვალს  400 მილიონის სახით, აქ რაღაც სუფთად არ არის. ძალიან მარტივია, ხომ შეეძლო, გაეწელა. არავინ არ სთხოვდა, რომ მაინცდამაინც 2017 წელს დააბრუნეო. ჩვენ ვიცით ქვეყნები, რომლებიც წლობით და ათწლეულობით ახდენენ ამ ვალის გადავადებას, ან დაშლას, ან გრაფიკის შედგენას, ან ასე შემდეგ... მაგრამ ქადაგიძემ თავი გამოიჩინა, როგორც ძალიან მდიდარ ქვეყანას შეეფერება, უცებ გადაუხადა მსოფლიო ბანკს ვალი - 400 მილიონი დოლარი ქვეყნის მარაგიდან, რომელსაც ისედაც სერიოზული იმფლაციური პროცესი აქვს და ამის შემდეგ კიდევ იტყვის ვიღაც, რომ არა, არაფერ შუაშია აქ ეროვნული ბანკი და დამნაშავეა ხელისუფლებაო.

ხელისუფლება იმაშია დამნაშავე, რომ საშუალებას აძლევს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რომ ასე თავის ნებაზე მოიქცეს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მე ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც-ვიღაცები, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად, თამაშობენ ანტისახელმწიფოებრივ თამაშს. მე არ შემიძლია, ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ დილეტანტს, შემიძლია ეს შევაფასო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ქმედებით ქადაგიძემ მსოფლიო ბანკის რომელიღაც სტრუქტურაში ადგილი დაიბევა და არც გამიკვირდება, რომ სადმე მსუყე თანამდებობაზე აღმოჩნდეს", - აცხადებს მამუკა არეშიძე "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველკვირეული გადაცემის, "კავკასიური პალიტრის" ეთერში.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."